მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მარჩენალდაკარგულები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ

0

veteranebiფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავისთვის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ დააწესა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 400, ხოლო ომში დაღუპულთა თითოეული მარჩენალდაკარგულისათვის 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს მასშტაბით ერთჯერადი სოციალური დახმარება 2204 ვეტერანსა და 631 მარჩენალდაკარგულს გადაეცემა.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, (გარდა თბილისისა) ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო, დედაქალაქში კი თბილისის მერია. ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულებს თანხის მიღება ხვალიდან (6 მაისიდან) შეეძლებათ. ფულადი დახმარება გაიცემა „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით.
ჯანდაცვის სამინისტრო ულოცავს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს.

Share.

Comments are closed.