ვირუსული მენინგიტი და ყირიმ კონგოს ვირუსი

0

sergenko-1„ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.” – ეს განცხადება დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დაავადებას 4 წლიან ციკლში გამწვავება ახასაათებს, თუმცა ეს გამოიხატება არა დაავადების სიმძიმის ფორმაში, არამედ მისი რაოდენობის ზრდაში. საშუალოდ წელიწადში ვირუსული მენინგიტის 150 შემთხვევა ფიქსირდება, 4 წლიანი ციკლის გასვლის შემდეგ კი ამ ციფრის გაორმაგებაა შესაძლებელი. ვირუსული მენინგიტის გაზრდილი რაოდენობა, ბოლოს 2010 წელს დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით დაავადების 142 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამ ტიპის მენინგიტი საშუალო და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მისგან თავის დასაცავად აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა (ხელების ხშირი დაბანა). მინისტრის განცხადებით საავადმყოფოები სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან მიიღონ პაციენტები, თუმცა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არსებობს სარეზერვო გეგმა, რომელიც ადგილების არარსებობის შემთხვევაში 1 საათის განმავლობაში ამუშავდება. პრესკონფერენციაზე საუბარი იყო ყირიმ-კონგოს ვირუსის შესახებაც. ეს დაავადება გადაეცემა მწერის (ტკიპის) ნაკბენით ან დასნეულებულ საქონელთან შეხებით. 2014 წელს სულ 5 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. დაავადებისგან თავის დასაცავად ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა.

Share.

Comments are closed.