გიორგი წიფიანი საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობს

0

საქართველოს ჩმეპიონატი ჭარდაკი1ბოლნისელი მოჭადრაკე გიორგი წიფიანი 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობს, რომელიც უკვე მესამე დღეა მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. გიორგი წიფიანმა ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება ქვ. ქართლის ასაკობრივ ჩემპიონატში მოიპოვა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. ამავე ტურნირში გამარჯვებული ნინო მირიანაშვილი 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებში საქართველოს ჩემპიონატზე მაისის ბოლოს იასპარეზებს, რომელიც ქალაქ ქუთაისში გაიმართება.
„გიორგი პირველად საბაობის ღონისძიებაზე გამართულ ერთდროულ თამაშზე აღმოვაჩინეთ და ჩავრთეთ ქვ. ქართლის ასაკობრივ ჩემპიონატში, სადაც საკმაოდ კარგად იასპარეზა და დღეს უკვე საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს. იმედი მაქვს, რომ აქაც კარგი შედეგი ექნება და როგორც დამწყები მოჭადრაკე, გამოცდილებასაც შეიძენს. უნდა აღვნიშნო, ის თვითნასწავლი მოჭადრაკეა და ნამდვილად გასაკვირია, რომ ასე კარგად თამაშობს. 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება ქალაქ ქუთაისში, სადაც იასპარეზებს ნინო მირიანაშვილი, რა თქმა უნდა, თუ გვექნება ფინანსური ხელშეწყობა“. –აღნიშნა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა გიორგი მაჭარაშვილმა.


Share.

Comments are closed.