გარკვეული ჯგუფი კომპანია RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე უკანონოდ ცდილობდა შეჭრას, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა

0

კარვების აქცია3კომპანია RMG-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე უკანონოდ ცდილობდა შეჭრას.
„სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და შეძახილებით მიმართავდნენ კომპანიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და მათ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

ინცინდენტის შედეგად დაშავდა კოპანია RMG-ის სამი დაცვის თანამშრომელი. მათ აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები, რის გამოც მიმართეს ექიმს.

კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მუშაობს კანონის სრული დაცვით და დღევანდელი ინციდენტის მონაწილეების მიზანს, ადგილზე ხმაურისა და არეულობის შექმნა წარმოადგენდა, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის რეპუტაციის შელახვას და დისკრედიტაციას ემსახურება.”- ნათქვამია განცხადებაში.

ნინო მიქიაშვილი ჟურნალისტი, აქციის მონაწილე:

_ ბორცვზე ავედით ხუთნი, მე მგონი ხუთივე და საბოლოოდ მე დავრჩი, მერე ჩამომიყვანეს და დამტოვეს გზაზე.

_ კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოხდა ტერიტორიაზე შეჭრა და ფიზიკური დაპირისპირება…

_  RMG არის ყაჩარების ბუდე, მაგათი გავრცელებული ინფორმაცია არ მაინტერესებს, მაგათმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი, ყველა იმ დამნაშავესთან ერთად ვინც საყდრის აყენებს ზიანს.

_ უარყოფთ რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა?

_ რაც იყო 112 ში დავრეკე, პოლიცია იყო მოსული და დანარჩენს თითონ გაარკვევენ.


Share.

Comments are closed.