გარდამავალი თასი კვლავ დმანისის ძიუდოისტებს ერგოთ

0

ჭიდაობა4მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში დღეს ბოლნისის რაიონულმა პროკურატურამ მორიგი ღონისძიება გამართა. ერთმანეთს ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ. ასპარეზობა გარდამავალ თასზე იყო, რომელსაც მეორე წელია დმანისელი ძიუდოისტები ისაკუთრებენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.
„მინი ფეხბურთის ტურნირის შემდეგ შეხვედრა ძიუდოში გაიმართა, ერთმანეთს დმანისის და ბოლნისის ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ. მსგავსი შეხვედრებით ვცდილობთ ახალგაზრდებში დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაქსიმალურად ავარიდოთ ქუჩას და მივცეთ მათ სწორი განვითარების საშუალება.“ – აღნიშნა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ.ჭიდაობა1

Share.

Comments are closed.