განცხადება

0

imagesსოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისათვის სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის განცხადება:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის N471 განკარგულების შესაბამისად (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა), დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოების (იხილეთ ცხრილები) შესყიდვა.
მუნიციპალიტეტი გიწვევთ ღია კონკურსზე, შემდეგი პირობებისა და მოთხოვნის შესაბამისად:
1. კონკურსი განხორციელდება 3 ეტაპად.
1,1 პირველი ეტაპი – ცხრილი N1-ში მოყვანილ სამშენებლო სამუშაოებზე გამარჯვებულის გამოვლენა;
1,2 მეორე ეტაპი – ცხრილი N2-ში მოყვანილ სამშენებლო ობიექტებზე გამარჯვებულის გამოვლენა;
1,3 მესამე ეტაპი – ცხრილი N3-ში მოყვანილ სამშენებლო ობიექტებზე გამარჯვებულის გამოვლენა;

2. I ეტაპის სამუშაოებზე, განსაფასებელი წინადადებების ფორმების გადაცემა პრეტენდენტ ორგანიზაციებზე განხორციელდება 2014 წლის 14 მაისს 17 სთ.ზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №106, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, დიდი სააქტო დარბაზი.

3. I ეტაპის სამუშაოებზე, განფასებული წინადადებების წარმოდგენა/განხილვის კონკრეტული თარიღი/დრო შეირჩევა განსაფასებელი წინადადებების ფორმების გადაცემის დღეს და ეცნობებათ პრეტენდენტებს).

4. პირველ და მეორე ეტაპზე ერთიდაიგივე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი შესაძლებელია გამარჯვებულად გამოვლინდეს მაქსიმუმ ორ სამშენებლო ობიექტზე.

5. შერჩევა განხორციელდება, პრეტენდენტების მიერ კონკრეტულ საამშენებლო სამუშაოს განფასების შესაბამისად, სადაც კონკურსის წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ წინადადებას (განფასება).

6. შესასრულებელი სამუშაოების შერჩევას განსაზღვრავს უშუალოდ პრეტენდენტ(ებ)ი, თითოეულ პრეტენდენტზე არაუმეტეს ორი სამშენებლო სამუშაოსი.
7. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
7,1 წყალმომარაგების სამუშაოების (სასმელი/სარწყავი) განსახორციელებლად პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოების (სასმელი ან სარწყავი სისტემების საამშენებლო ან და სარეაბილიტაციო) შესრულების გამოცდილება.
7,2 სამშენებლო სამუშაოებზე (გარდა 7,1 პუნქტისა) თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 20000 ლარს, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს სამშენებლო – სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ხოლო, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20000 ლარს სამშენებლო – სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება სავალდებულო არ არის.

8. გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნები პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი იქნება წინადადებ(ებ)ის განფასებებთან ერთად.

9. კონკრეტულ სამუშაოზე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ წინადადების ჯამურ ღირებულებასა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულებას შორის 20% მეტი სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ჩატარება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მოთხოვნიდან მაქსიმუმ 12 კალენდარულ დღეში. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10. წინადადებები პრეტენდენტების მიერ განფასებული უნდა იყოს დ.ღ.გ-ს გათვალისწინებით.

11. გამარჯვებულ პრეტენდენტს, ხელშეკრულების გაფორმებამდე მოეთხოვება ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არქონის შესახებ. (ცნობა წარმოდგენილ უნდა იქნას მოთხოვნიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში).

12. ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიმართ წარმოქმნილი შეუსრულებელი ვალდებულებები კონკურსში არ დაიშვებიან.

 

sakonkurso gancxadeba N11sakonkurso gancxadeba N12sakonkurso gancxadeba N13


Share.

Comments are closed.