განათლების სამინისტროს საგანგებო განცხადება გავრცელებულ მენინგიტთან დაკავშირებით

0

1397140534_aaaსამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

” ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ – ჰიგიენური ნორმები.
სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

უზრუნველყონ პირადი ჰიგიენის მკაცრად 

დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სველი წერტილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით; მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით; სკოლის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდეს დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციების სამუშოები; ინტენსიურად სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები.


იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები: გაღიზიანებადობა, უმადობა, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის დაჭიმვა, მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, უმადობა – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირუსული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

Share.

Comments are closed.