ბოლნისში „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია დაიწყო

0

ხახალაჯვარიკოალიცია „ქართული ოცნების” ბოლნისის გამგებლობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დაიწყო. გოგი მეშველიანმა ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა სოფელ ტანძიაში გამართა. რიტუალების სახლში შეკრებილ მოსახლეობას „ქართული ოცნების” კანდიდატი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამაზ ბერიანმა წარუდგინა. გოგი მეშველიანი ამომრჩეველს ”ქართული ოცნების” მიერ შესრულებულ საქმეებზე ესაუბრა და ის ხედვები და გეგმები გააცნო, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. ადგილობრივი კანდიდატისთვის ყველა სოფელში არსებული პრობლემა ცნობილია, არჩევის შემთხვევაში ადგილობრივებთან ურთიერთობის გაღრმავების ყველა საკითხის ეტაპობრივად მოგვარებას, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით აპირებს. სოფელ ტანძიის მოსახლეობამ გოგი მეშველიანი საკმაოდ თბილად მიიღო და  რამდენიმე საკითხის მოგვარება სთხოვა _ შიდა გზები, სანიაღვრე არხები და რიტუალების სახლის დასრულება,  იმედი გამოთქვეს, რომ მათი პრობლემებით დაინტერესდებიან.

შეხვედრა დარბაზის თემში გაგრძელდა. გოგი მეშველიანი ამჯერად ამომრჩეველს სოფელ წიფორში და ხახალაჯვარში შეხვდა. მოსახლეობამ როგორც  პირადი, ისე სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება ითხოვა. დაუსაქმებელ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს სასმელი წყლის გადასახადის მაღალი ტარიფი. ”ქართული ოცნების” კანდიდატის შეხვედრა ამომრჩეველთან  სოფელ დარბაზში დასრულდა. სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა გოგი მეშველიანს მხარში დგომას დაჰპირდა, თუმცა რამდენიმე პრობლემური საკითხის მოგვარებაც სთხოვა. კანდიდატმა ადგილობრივების თხოვნით ის გზა მოინახულა, რომელიც ნიაღვარმა უკვე მრავალი წელია ცენტრს მოსწყვიტა და 20 ოჯახი  სავალი გზის გარეშე დატოვა.

”კონკრეტული შეხვედრები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი გავიგოთ მოსახლეობისგან, ადგილზე გავეცნობით ყველა იმ საკითხს, რაც მოსახლეობას აწუხებს, ეს დაპირებები, რომელსაც ჩვენ გავცემთ არ იქნება ფუჭი, ყველა საკითხის მოგვარება იქნება გაწერილი მომდევნო წლების ბიუჯეტში და ეტაპობრივად  შესრულდება, ”ქართული ოცნების” გუნდი  მოსახლეობის გვერდში დგომით ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებს. მუშაობს სოფლის პროგრამა და მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომლითაც ნაწილობრივ გვარდება პრობლემები. მოქმედ ხელმძღვანელობას აქვს კონკრეტული გეგმები დასახული, ბევრი საკითხის მოგვარებაზე ტენდერია გამოცხადებული და მუშაობაა დაწყებული, შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვების შემთხვევაში გარკვეული ესტაფეტის გადაბარება გვიწევს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა ის პროექტი და სამუშაო, რაც არის დაწყებული. რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები არ არის საკმარისი, თუ გვინდა ავაღორძინოთ ეკონომიკა, ინიციატივა უნდა გადავცეთ მეწარმეებს და ხელი  შევუწყოთ, რომ შეძლონ მაქსიმალურად რეალიზება. ამ შემთხვევაში შექმნილი სამუშაო ადგილები იქნება მყარი, ბიზნესი წარმატებული, განვითარება კი რაიონთან ადეკვატური”. – აღნიშნა კოალიცია ”ქართული ოცნების” ბოლნისის გამგებლობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

Picture 276

ტანძია2

წიფორი


Share.

Comments are closed.