ბოლნისში სოციალური საწარმოები შეიქმნა

0

სოციალური საწარმო2ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი სოციალური საწარმო შეიქმნა. სოფელ ნახიდურში „დღის ცენტრი“ და დაბა კაზრეთში „ხანდაზმულთა შინ მოვლა“ სრული დატვირთვით მუშაობს, ხოლო სოფელ ბოლნისში, სადაც „საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრი“ უნდა გაიხსნას, შენობის რემონტი მიმდინარეობს. სოციალური საწარმო „ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა მუნიციპალიტეტის რეფორმის პროცესში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების გზით“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს გერმანიის მუშა სამარიტელთა კავშირი (ASB) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.
„პროექტის ფარგლებში შემოვიდა ათი საპროექტო განაცხადი, რომელიც განიხილა პროექტის საბჭომ, შერჩევაში აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სოციალური სააგენტო. საპროექტო განაცხადიდან პრიორიტეტების გათვალისწინებით სამი იდეა შეირჩა და თითოეული 20 000 ლარით დაფინანსდა. ჩამოყალიბდა „ხანდაზმულთა შინ მოვლის“ ცენტრი დაბა კაზრეთში, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და 15 ბენეფიციალს ემსახურება ერთი მობილური ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს ვიზიტებს ხანდაზმულებთან, სოფელ ნახიდურში სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს გახანგრძლივებული სკოლა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. გახსნის პროცესშია სოფელ ბოლნისში „საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრი“, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მოემსახურება“. – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ანა დიაკონიძემ.

სოციალური საწარმო1

Share.

Comments are closed.