ბოლნისში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

0

10273383_727237327337389_2887167163940836993_oსაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბოლნისის კულტურის სახლის წინ სახალხო სეირნობა გაიმართა, მოეწყო ნახატების გამოფენა და სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ჭადრაკში. პარალელურ რეჯიმში კულტურისა და დასვენების პარკში მიმდინარეობდა ტურნირი მინი ფეხბურთსა და თავისუფალ ჭიდაობაში. დამოუკიდებლობის დღეს რამდენიმე საათით გადაიკეტა ცენტრალური გზა.

კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა დამოუკიდებლობის დღეს გონისძიება მიუძღვნეს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დღეს 96 წელი შესრულდა. 3 წელიც კი არ გაუძლია ჩვენს სახელმწიფოს ისე, რომ ერთი დღე მაინც ამოესუნთქა თავისუფლად. მუდმივად იყო ბრძოლები გარეული თუ შინაური მტრებისგან. 23 წელი გავიდა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ეს პერიოდი იყო ძალიან რთული საქართველოსთვის. მთავარია ამ წლების შედეგად გაკეთდეს დასკვნა, თუ რა იყო ცუდი და რა კარგი და როგორ უნდა გავაგრძელოდ წარმატებული მომავლისაკენ სვლა. იმედია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სასიკეთოდ შეიცვლება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბესიკ კურტანიძემ.

1403287_727236774004111_8594137945954058442_o 10256845_727237134004075_3149104383153497165_o 10265637_727239060670549_896430976099634551_o 10348751_727239384003850_7022059361639638984_o

 

Share.

Comments are closed.