ბოლნისში ბადრი გაბიძაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს

0

DSC_0037o-1024x607ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სამდღიანმა ტურნირმა აიღო სტარტი, რომელიც ფიზკულტურის მასწავლებლის,  ბადრი გაბიძაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წელს პირველად ეწყობა და  საქართველოს მასშტაბით ფრენბურთელ გოგონათა 9 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი დღეს დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად მედლები, სიგელები და გარდამავალი თასი გადაეცემა.

`ეს ტურნირი ეძღვნება ჩვენს მეგობარს, არაჩვეულებრივ პიროვნებას, ბოლნისელებისთვის საყვარელ აწ განსვენებულ ბადრი გაბიძაშვილს. მისი ხსოვნის პატივსაცემად წელს პირველად ვაწყობთ ამ ტურნირს, რომელსაც ტრადიციული სახე  მიეცემა და ყოველწლიურად გაიმართება. ტურნირი კალენდრით გვაქვს გათვალისწინებული, რადგანაც 31 მაისს არის ბადრის დაბადების დღე. ერთმანეთს ეჯიბრებიან 1999-2000 წლებში დაბადებული ფრენბურთელი გოგონები. ჩამოსული არიან ქუთაისის, თეთრიწყაროს, თბილისის, დუშეთისა და დმანისის გუნდები, ბოლნისის ჩათვლით სულ 9 გუნდი ასპარეზობს. ფინალური შეხვედრა გაიმართება 1 ივნისს”. – აღნიშნა ბოლნისის ფრენბურთელ გოგონათა გუნდის მწვრთნელმა დავით ჯანაძემ.

Share.

Comments are closed.