ბოლნისის №1 და №5 საჯარო სკოლებში საპილოტე პროგრამა ხორციელდება

0

საპილოტე პროგრამა1 ბოლნისის №5 და №1 საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს იურისტი, ჟურნალისტი და ექიმი-ფსიქოლოგი პასუხობდნენ. შეხვედრა მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ამა თუ იმ სფეროს და სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია. მომდევნო შეხვედრა, ბავშვების სურვილიდან გამომდინარე, ბოლნისელ სპორტსმენებთან შედგება, მოსწავლეები ასევე დაესწრებიან სასამართლო პროცესს.
„პროექტის ფარგლებში დღეს რიგით მესამე შეხვედრა მოვაწყვეთ №1 და №5 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. მოვიწვიეთ იურისტი მარინა ქობულაძე, ჟურნალისტი ბელა ონიანი და ექიმი-ფსიქოლოგი ნონა რეხვიაშვილი, მათ საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრეს და უპასუხეს ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს. ვფიქრობ, რომ მოსწავლეებმა ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს. მომდევნო შეხვედრა დაგეგმილი გვაქვს ბოლნისელ სპორტსმენებთან, დავესწრებით სასამართლო პროცესს და ასევე გვექნება ექსკურსია ბოლნისის ერთ-ერთ წარმატებულ საწარმოში. ეს იქნება მეფრინველეობის ფაბრიკა ან მეღორეობის კომპლექსი. პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ბოლნისში აირჩა ორი საპილოტე სკოლა. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მომავალი წლიდან იგეგმება მსგავსი სახის გაკვეთილების ჩატარება VI კლასის მოსწავლეებიდან დაიწყოს, რათა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ შეხედულება კონკრეტულ პროფესიაზე და სწორი არჩევანი გააკეთონ სამომავლოდ.“ – აღნიშნა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტმა ნონა ყაველაშვილმასაპილოტე პროგრამა3საპილოტყე პროგრამა2


Share.

Comments are closed.