ბოლნისის სკოლებში საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს

0

1573Pretestebi-2012მე-12 კლასის მოსწავლეებმა უკვე ჩააბარეს გამოცდები გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქართულ ენასა და უცხო ენაში. გამოცდები 21 მაისს დაიწყო და 25 მაისს დასრულდება. დარჩენილი სამი დღის განმავლობაში მოსწავლეები კიდევ ოთხ საგანს: ისტორიას, ბიოლოგიას, მათემატიკასა და ქიმიას ჩააბარებენ. ჩაჭრის შემთხვევაში მოსწავლეს ატესტატის აღების მეორე შანსი მომავალ წელს მიეცემა. გამოცდების მიმდინარეობას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებიან.

”უკვე მეორე დღეა სკოლებში საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს. სამწუხაროდ ჩაჭრილი მოსწავლეებიც არიან, თუმცა უმეტესობამ დამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო. ჯერ სამი დღე წინაა. დარჩენილია კიდევ ოთხი გამოცდა. დადებითი შეფასების მქონე მოსწავლეები მიიღებენ ატესტატს, ჩაჭრილებს კი მეორე შანსი მიეცემათ, თუმცა ატესტატს წელს ვეღარ აიღებენ.” – აღნიშნა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ავთანდილ ქიმერიძემ.


Share.

Comments are closed.