საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენა მოეწყო. სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. ასევე მოეწყო სტენდი სახელწოდებით ”იმპერიის ტყვეობიდან დამოუკიდებლობამდე”, სადაც განთავსებული იყო საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოები.
”საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები საქართველოს ისტორიის თემაზე. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქალაქ ბოლნისის, ასევე სოფლების სკოლებმა. მოვაწყვეთ სტენდი, სადაც განთავსებულია დამოუკიდებლობის აქტი, ეროვნული მოძრაობის გმირების და ამ დღესთან დაკავშირებული ისტორიის ამსახველი ფოტოები. დამთვალიერებლები. მოდიან და ეცნობიან ნამუშევრებს, ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, გვინდა ბოლნისელი ხელოვანი, ნიჭიერი ბავშვები გაიცნოს საზოგადოებამ”. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ანა აკოფიანმა.