ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟირებაზე იწვევს სტუდენტებს

0

imagesბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟირებაზე იწვევს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემავალ სამსახურებში. სტაჟირების გავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 27 მაისიდან.  სტაჟირება გაგრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე და აღნიშნული თვეები ჩაითვლება  სტაჟში. მსურველების შერჩევა მოხდებაგასაუბრების საფუძველზე.

გთავაზობთ იმ სამსახურების ჩამონათვალს, რომლებიც სტაჟიორებს მიიღებენ:

მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;

ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება;

მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;

ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება;

სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება;

მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური;

მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონიმიკის განვითარების და ქონების მართვის სამსახური;

მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;

მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახური;

მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;

მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის განყოფილება;

მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახური;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის სამსახური;

მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური;

მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური.

მსურველებმა განცხადება უნდა დაწერონ მუნიციპალიტეტის კანცელარიაში, ადმინისტრაციის უფროსის ზურაბ ვაშალომიძის სახელზე.


Share.

Comments are closed.