ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს

0

10323664_493811767415110_82807698_oდღეს ბოლნისელი ვეტერანები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მათ შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს. ,,ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს და რა თქმა უნდა ბოლნისში მცხოვრებ ვეტერანებს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.“ – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პატივსაცემად ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა ღონისძიება მოაწყვეს. გაიხსენეს ომში დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოხალისე იყო.
ზუსტად 69 წლის წინ, 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
,,როგორც საქართველოსთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 69 წლის წინ გავიმარჯვეთ ფაშისტურ გერმანიაზე, რომელსაც ებრძოდა მთელი მსოფლიო მათ შორის საბჭოთა კავშირი, რომლის შემადგენლობაშიც იყო საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე ბოლნისი საიდანაც 5000-ზე მეთი მოხალისე წავიდა საბრძოლველად. დღეის მდგომარეობით ბოლნისში 32 ვეტერანია რეგისტრირებული, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით იმყოფებიან და ჩვენი ვალია რომ კიდევ ერთხელ მოვეფეროთ მათ, ასევე პატივი მივაგოთ დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.“ – აღნიშნა ქალაქ ბოლნისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პეტრე დანელიამ.

10332994_493812540748366_523010616_o 10338461_718141274913661_1716291524523332756_o

10007233_718141018247020_2855985886018194673_o10319950_493811697415117_2129838665_o 10332796_493811560748464_532175532_o 10337366_493812737415013_2070164434_o 10350070_493813920748228_1256498307_o


Share.

Comments are closed.