ბოლნისის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოსგან 5 მილიონ ლარს ისესხებს

0

timthumbოქროს მომპოვებელ საწარმოში შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ ბოლნისის ადგილობრივ ბიუჯეტს პრობლემები შეუქმნა, ვინაიდან ადგილობრივი ბიუჯეტი 80% -ით სწორედ საწარმოს მიერ გადახდილი თანხით ივსება. თანხის არარსებობის გამო კი შეჩერდა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები, რამდენიმე თვეა ადგილობრივ საბიუჯეტო ოგანიზაციებში ხელფასების გაცემა ფერხდება. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოხდება სახელმწიფოსგან სესხის აღება.
,,საწარმოში შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია ბიუჯეტის უქონლობა, საკრებულოს გადაწყვეტილებით ავიღებთ სესხს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ოთხი თვის ვადით, რომელიც იქნება უპროცენტო. გაგზავნილი გვაქვს წერილი როგორც გუბერნატორთან, ისე ფინანსთა მინისტრთან, ვითხოვთ გაგვიწიონ შუამდგომლობა მთავრობის სხდომაზე, რომ მოხდეს სესხის დამტკიცება. ამ თანხიდან ხელფასების გარდა 1.250 000 მოთხოვნილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომელიც უნდა დაფინანსებულიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან“ – აღნიშნა bolnisi.ge-სთან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.


Share.

Comments are closed.