ბოლნისის გამგებლობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს

0

archevnebiბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი მიიღებს.  ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლად მალხაზ ერაძე წარადგინა,  ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” ოლეგ მაღრაძე, ბლოკი „ქართული ოცნება” – გოგი მეშველიანი. 

ჯერ-ჯერობით საზოგადოებას ოფიციალურად გამგებლობის კანდიდატი „ქართულმა ოცნებამ” წარუდგინა. ღია საარჩევნო შეხვედრები ამ დრომდე არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ გაუმართავს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ სახელისუფლებო გამგებლობის კანდიდატის „ბილბორდები” გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბოლნისი ერთ-ერთი დაძაბული და კონკურენტუნარიანი არჩევნების მოლოდინშია.   


Share.

Comments are closed.