ბოლნისელ ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

0

ტრენინგი ფერმერებისთის229 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისში მცხოვრები წამყვანი ფერმერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია კარტოფილის მოყვანით, ტრენინგ-სემინარი გამართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწათმოქმედების კათედრის გამგემ რივა ლიპარტელიანმა და სიიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ბოლნისის ოფისის მთავარმა სპეციალისტმა ლია ბეჟანიშვილმა. ლექციაზე საუბარი იყო კარტოფილის მცენარის დაცვა მავნებელ-დაავადებისაგან, იმ დაავადებების კონტროლზე და ამოცნობის მექანიზმებზე, რაც დღესდღეობითაა გავრცელებული.

”ტრენინგი მიმდინარეობს სამ ეტაპად, პირველი ეტაპი ეხებოდა კარტოფილის თესვის პროცესს, რომელიც უკვე ჩავატარეთ, ახლა მეორე ეტაპია, რაც კარტოფილის მავნებელ დაავადებებთან ბრძოლას გულისხმობს. ეს ტრენინგი სამი დღე გაგრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ კარგ შედეგს გამოიღებს ფერმერებში.

მესამე ეტაპი შემოდგომაზე გაიმართება, ფერმერები გაეცნობიან თუ როგორ უნდა შეინახონ კარტოფილი საწყობში ისე, რომ არ დაზიანდეს. ასეთი ტრენინგები ხელს შეუწყობს ყველა ფერმერს სწორი მიმართულებით აწარმოონ როგორც კარტოფილის დარგვა, ისე მისი მოვლა, აღება და შენახვა”. _ აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ქალბატონმა ლია ბეჟანიშვილმა.


Share.

Comments are closed.