ბოლნისელი მოჭადრაკეები რუსთავში გამართული ჩემპიონატიდან წარმეტიბით დაბრუნდნენ

0

მირიანაშვილი2ბოლნისელი 13 მოჭადრაკე ქალაქ რუსთავში გამართულ ასაკობრივ ჩემპიონატში ასპარეზობდა. ნინო მირიანაშვილმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. 9 შეხვედრიდან 8 მოგება, ერთი წაგება დააფიქსირა და 14 წლამდე ასაკის გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა. III ადგილი აიღო 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკემ ტანძიელმა გიორგი წიფიანმა. ორივე მოთამაშემ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ასაკობრივი ჩემპიონატი ცხრა დღე გრძელდებოდა და მასში 10, 14. 18 წლის გოგონები და ჭაბუკი მოჭადრაკეები ასპარეზობდნენ. ბოლნისელი 13 მოსწავლიდან საუკეთესო შედეგით, 14 წლამდე ასაკის გუნდში, პირველი ადგილი ნინო მირიანაშვილმა, III ადგილი კი გიორგი წიფიანმა მოიპოვა. გამარჯვებულებს დიპლომები და მედლები გადაეცათ. საჭადრაკო სკოლა ამ ეტაპზე ქვემო ქართლის გუნდური ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც თითო გუნდში 4 ვაჟი და ორი გოგონა იასპარეზებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბავშვები იქაც კარგ შედეგებს აჩვენებენ“. – აღნიშნა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა გიორგი მაჭარაშვილმა.

მირიანაშვილი1


Share.

Comments are closed.