ბოლნისელები რუსთავში ფესტივალ „ეარში“ მიიღებენ მონაწილეობას

0

ბოლნელი2ბოლნისის კულტურის სახლში 18 და 19 მაისს ჩატარდება შესარჩევი შიდა კონკურსი საჯარო და კერძო სკოლებს შორის, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ მოსწავლეთა ხელოვნების კონკურს–ფესტივალ „ეარში“ მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსზე გუნდები წარადგენენ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს, სხვადასხვა ჟანრის ცეკვებს, იქნება თავისუფალი ნომრებიც, ასევე გაიმართება სილამაზის კონკურსი.
კონკურსში ქვემო ქართლის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას.
„ჩავატარებთ შიდა კონკურსს. ავირჩევთ კონკურენტუნარიან ნომრებს, რომლებსაც დასკვნით ტურში, რუსთავში ფესტივალზე წარვადგენთ. იქნება შეფასების კრიტერიუმები: ფანტასტიური, საუკეთესო და საშუალო. ფანტასტიური ნომერი მიიღებს მონაწილეობას ქალაქ რუსთავში. 19 მაისს კულტურის სახლში დაგეგმილი გვაქვს გალა კონცერტი, სადაც საუკეთესო ნომრები მიიღებენ მონაწილეობას, ღონისძიება იქნება საქველმოქმედო ხასიათის და შემოსული თანხა გადაირიცხება ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მუსიკოსის ნინო დვალიშვილის ჯანმრთელობის დაცვის ფონდში.“ – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ჟღენტმა.

Share.

Comments are closed.