ბიბლიოთეკის კვირეული დასრულდა

0

მთავარი ბიბლკ.3„დიდი ადამიანები საქართველოში“ ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც დღეს მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ბიბლიოთეკის მკითხველებმა საქართველოზე უცხოელი სტუმრების ჩანაწერებიდან ამონარიდები წაიკითხეს, ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა საქართველოს კუთხეებისა და ეკლესია-მონასტრების სურათები. კვირეულის ფარგლებში ღონისძიება სხვადასხვა თემაზე მუნიციპალიტეტის თერთმეტივე ბიბლიოთეკაში ჩატარდა, რომელიც გახსნა და დახურა მთავარმა ბიბლიოთეკამ. კვირეულის მიზანია ბიბლიოთეკის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში წიგნის სიყვარულის გაღრმავება და მივიწყებული ლიტერატურული თემების წინ წამოწევა.
„დღევანდელი ღონისძიება განსხვავებული იყო თემატურად. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ ჩვენს ქვეყანაში ნამყოფი გამოჩენილი ადამიანების აზრი და შთაბეჭდილება საქართველოზე. მაგალითად, როგორი შეხედულება დარჩა საქართველოში სტუმრობისას ფეხბურთელ მარადონას, პიერ რიშარს, ალექსანდრე დიუმას, ალექსანდრე პუშკინს, ჯორჯ ბუშს, მარგარეტ ტეტჩერს და ა.შ. ვინც კი ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა, ყველა აღფრთოვანებულა ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, ბუნებითა და სტუმართმოყვარეობით, რასაც უნდა გაუფრთხილდეს თითოეული ქართველი თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო, საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორმა ლია ბუბუტეიშვილმა.

მთავარი ბიბლ.1

Share.

Leave A Reply