ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში სოფელ ბოლნისის ბიბლიოთეკაში ღონისძიება მოეწყო

0

სოფელ ბოლ,ბიბლ1ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში სოფელ ბოლნისის ბიბლიოთეკაში ულამაზესი ღონისძიება მოეწყო. აღსანიშნავია, რომ სოფელ ბოლნისში სომეხი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველებიც სომეხი ეროვნების ახალგაზრდები არიან, რომლებმაც შთამბეჭდავად წაიკითხეს შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ანა კალანდაძის, გოგლა ლეონიძის და ქართველ პოეტთა ლექსები. ისაუბრეს ქართული ენის სიწმინდეზე და საქართველოზე. სტუმრები აღფრთოვანებით უსმენდნენ ბავშვებს და ტაშსა და ოვაციებს არ იშურებდნენ.

იზა გვირჯიშვილი, სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის ქართულის პედაგოგი, საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამა „ვასწავლოთ ქართული ენა“-ს წარმომადგენელი:
– მესამე წელია რაც სოფელ ბოლნისის სკოლაში ვმუშაობ, ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები არიან. ქართული გარემო ნაკლებად დამხვდა სოფელში, მაგრამ ვეცადე რომ ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ბავშვები დამეინტერესებინა და ნახეთ, როგორ კარგად წაიკითხეს ლექსები. მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი ღონისძიებით, მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ბავშვს და მობრძანებულ სტუმარს.

 


Share.

Leave A Reply