ახალი სასწავლო წლის დაწყებას სოფელ ბალიჭის და დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღები კეთილმოწყობილი შენობებით შეხვდებიან

0

загруженное20 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, რომელიც სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთში არსებულ საბავშვო ბაღების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ივნისის ბოლოს, სამუშაოების შემსრულებელს გაუფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებიდან ას კალენდარულ დღეში ბაღების შენობებს სრულყოფილი სახე უნდა ჰქონდეს.

”ტენდერში გაერთიანებულია ორივე ბაღის შენობა და მისი საწყისი ფასი შეადგენს 508 740 ლარს. აღნიშნულ ტენდერზე წინადადების მიღება მთავრდება 11 ივნისს, სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ პირთან, რა თქმა უნდა ტენდერის არ ჩაშლის შემთხვევაში. სამუშაოების შესრულების ვადაა 100 კალენდარული დღე.  სრულ რეაბილიტაციაში იგულისხმება მთლიანი შენობის რემონტი,  სველი წერტილებითა და ცენტრალური გათბობით. აღნიშნული სამუშაოები ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.” _ აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსმა გიორგი მათეშვილმა.


Share.

Comments are closed.