არასამთავრობო ორგანიზაციამ საბავშვო ბაღების შესახებ შემუშავებული რეკომენდაცია განიხილა

0

10405398_489629957874552_1540277541565089155_nხანდაზმულთა დღის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციამ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება” შეხვედრა გამართა პროექტის „სკოლამდელი აღზრდა ჩვენი უფლებაა” ფარგლებში, სადაც მოხდა ქსელური მონიტორინგის შედეგად საბავშვო ბაღებში გამოვლენილი რეკომენდაციების განხილვა. აღნიშნული რეკომენდაციები მიწოდებული იქნება  განსახილველად და განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისათვის. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საინიაციტივო ჯგუფის წევრები მიწვეული იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. რეკომენდაციების განხილვას მხოლოდ ნინო ბურჯანაძე _ ერთიანი ოპოზიციისა და დავით თარხან-მოურავის პატრიოტული ალიანსის დეპუტატობის კანდიდატები ესწრებოდნენ. მოხდა პროექტის „წინასაარჩევნო ფიქრები სკოლამდელი აღზრდის შესახებ” პრეზენტაცია, სადაც აღნიშნული იყო როგორ უნდა დაიწყო ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ საბავშვო ბაღებში არსებული საკითხების მოგვარება. მოყვანილი იყო პოლონეთის საბავშვო ბაღების მაგალითები. რეკომენდაციები ძირითადად შემუშავებულია 5-6 წლის ბავშვების სკოლისთვის მოსამზადებლად და მათი პირობების გასაუმჯობესებლად. გთავაზობთ მცირე ამონარიდს რეკომენდაციიდან: „უნდა 10371567_489630047874543_5846757148812215226_nმოხდეს ახლიდან ერთიანი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის გადახედვა და დამტკიცება. ასევე მუნიციპალური სტრატეგიის შესაბამისად გადამზადნენ და მოზიდული იქნან ინკლუზიის სპეციალისტები, გადაეწყოს ინფრასტრუქტურა ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. შემუშავდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური სტრატეგია, სადაც გათვალისწინებული იქნება ტერიტორიული ერთეულებისა და სოფლების თავისებურებები და საჭიროებები. ყველა საბავშვო ბაღი მომარაგდეს ნაგვის ურნებით. „სკოლამდელი აღზრდის და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების” დებულებით სავალდებულო გახდეს მშობელთა მონაწილეობა ბიუჯეტების ფორმირების პროცესში და ა.შ.

თამარ მჟავანაძე, „სკოლამდელი აღზრდა ჩვენი უფლებაა, ქსელის მონიტორინგის” კოორდინატორი:

_ განვიხილეთ რეკომენდაციები, რომელიც შევიმუშავეთ წინა შეხვედრებზე, ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება”, მშობლების მიერ შედგენილი საინიციატივო ჯგუფი და საბავშვო ბაღებში არსებულ საკითხებზე დაინტერესებული პირები, დღეს განვიხილეთ ეს რეკომენდაცია, მოწვეული გვყავდა პოლიტიკური პარტიების ბოლნისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები, მათ დააფიქსირეს თავიანთი სურვილები და გადაჭრის გზები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.

გიორგი დაუშვილი, პოლიტიკური პარტია ნინო ბურჯანაძე _ ერთიანი ოპოზიციის საკრებულოს წევრობის კანდიდატები:

10312701_489629887874559_3567159490262308150_n_ გავეცანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს, რომელიც ძალიან კარგად წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებზე მსჯელობა, მე როცა ვიყავი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, მაქსიმუმს ვაკეთებდი საბავშვო ბაღებისთვის, მათი თანამშრომლებისთვის და ბავშვებისთვის, რათა ისინი კარგ გარემოში ყოფილიყვნენ. ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე ყოველთვის ვაღწევდით კარგ შედეგებს, თუმცა გვქონდა ხარვეზებიც.

ნათელა სვანიძე, პოლიტიკური პარტიის ”დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”  საკრებულოს წევრობის კანდიდატები:

_ ძალიან  კარგი შეხვედრა იყო, ყველამ უნდა ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე, განსაკუთრებით ბაღის ასაკის ბავშვებზე. ნამდვილად დგას რიგი პრობლემები საბავშვო ბაღებში. გასაუმჯობესებელია კვების რაციონი, საჭიროა პედაგოგების გადამზადება, რათა მაღალ დონეზე შესთავაზონ პროგრამა სკოლის ასაკის ბავშვებს. კარგი იქნება მშობლებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია თუ რა კეთდება მათი შვილებისთვის.

Share.

Comments are closed.