ალექსანდრა ობოლაძემ ტანძიაში დაზიანებული გზა მოინახულა

0

10350190_241583176042912_838178276_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილესთან, ლონგინოზ გასანოვთან ერთად სოფელ ტანძიაში იმყოფებოდა. ალექსანდრა ობოლაძე ადგილზე გაეცნო იმ უბნის პრობლემას, რომლის თაობაზეც მუნიციპალიტეტში გამგებლის სახელზე კოლექტიური განცხადება შევიდა. მოსახლეობა ავარიული გზის პრობლემის მოგვარებას ითხოვს, კერძოდ წვიმის დროს ზედა დასახლებიდან წამოსულმა ნიაღვარმა ცენტრს მოწყვიტა ერთი უბანი, სადაც დაახლოებით ოცი ოჯახი ცხოვრობს. სანიაღვრე არხი უკვე სამი წელია მწყობრიდან არის გამოსული, ქუჩის მაცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას 200 მეტრიანი არხის გაწმენდა და შეკეთება სთხოვეს.
,,წვიმის დროს წამოსულმა ნიაღვარმა ჩვენი უბანი მოწყვიტა ცენტრს, ავტომობილები ვერ მოძრაობენ, ფეხითაც გვიჭირს გადაადგილება, სასწრაფო ვერ მოდის დაზიანებული გზის გამო. განცხადებით მივმართეთ გამგებელს, რომელიც მოვიდა და ადგილზე ნახა თუ რა მდგომარეობაა. იქნებ დაგვეხმაროს სანიაღვრე არხის აღდგენაში’’- განაცხადა სოფელ ტანძიის მაცხოვრებელმა ფატი კვიციანმა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოფელში არსებული ძველი ბუნებრივი წყაროც მოინახულა, რომელსაც დაკარგული აქვს პირვანდელი იერსახე. ე.წ.ისტორიული წყაროს გაწმენდა და აღდგენა გამგებელთან მოსახლეობამ წინა შეხვედრების დროს ითხოვა. გასულ წლებში ადგილობრივები ამ წყაროთი სარგებლობდნენ, ნიაღვარმა კი ქვიშით ამოავსო ბასეინი და წყარო დაფარა. ალექსანდრა ობოლაძემ შეხვედრის დროს აღნიშნა რომ, როგორც კი ბიუჯეტში გაჩნდება თანხები, მოხდება ამ უძველესი წყაროს გაწმენდა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

10352671_241582936042936_2101085011_o10332914_241582426042987_614189017_o 10335578_241582039376359_1312828230_o

Share.

Comments are closed.