377765_547022411986194_650775518_n

ბლიც კითხვები

წარმატებისთვის მთავარია მონდომება , შრომა, ნიჭი და იღბალი _ ამბობს ჩვენი რესპოnდენტი. სწორედ დიდი შრომისა და მონდომების შედეგად, რა თქმა უნდა ნიჭისა და იღბალის დახმარებით, მან წარჩინებით დაამთავრა სკოლა და სწავლას კვლავაც წარმატებით  განაგრძობს. bolnisi.ge-სთვის ბლიც კითხვებს  პასუხობს № 1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ვერცხლის მედალოსანი ანი მეშველიანი. იგი ერთ-ერთი მოსწავლეთაგანია, რომლითაც სკოლის ხელმძღვანელობა ყოველთვის ამაყობს.

მე ვარ_ანი მეშველიანი

დავიბადე _ 1995 წლის 16 ივლისს.

დავამთავრე _  ქ.ბოლნისის №1 საჯარო სკოლა და სწავლას ვაგრძელებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

ვიყო ვერცხლის  მედალოსანი ჩემთვის ნიშნავს _ პასუხისმგებლობას ჩემი სკოლის წინაშე.

წარმატებისთვის მთავარია _  მონდომება , შრომა, ნიჭი და იღბალი.

შრომისმოყვარეობა თუ ნიჭი? _  შრომისმოყვარეობა.

კომპიუტერი თუ წიგნი? _ კომპიუტერი.

საყვარელი საგანი _  მათემატიკა.

საყვარელი პედაგოგი _  ყველა ჩემი მასწავლებელი ძალიან მიყვარს, ყველანი განსაკუთრებულები არიან.

საყვარელი მწერალი, ნაწარმოები _  ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენამ.

არ ვიცი და მინდა ვიცოდე _  ბევრი რამ, განსაკუთრებით უცხო ენები.მაგალითად ესპანური, ფრანგული.

ჩემი ბავშვობის ოცნება იყო _  გავმხდარიყავი ცნობილი მოცეკვავე.

ახლა კი ვოცნებობ _  ვიმოგზაურო რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში.

ჩემი ცხოვრების მიზანია _  წარმატებით დავამთავრო უნივერსიტეტი და მივაღწიო კარიერულ წინსვლას.

მიხარია  _  როცა ვინმეს რამით ვახარებ.

მწყინს _ როცა ჩემი არ ჯერათ და არ მენდობიან.

ჩემზე ამბობენ რომ _ ვარ  წყნარი, მშვიდი და მაქვს კარგი იუმორის გრძნობა.

თავისუფალ დროს ვატარებ _  მეგობრებთან ერთად


Share.

Comments are closed.