2014 წელი საქართველოში წიგნიერების წლად გამოცხადდა – საჯარო რეესტრიდან „მოხეტიალე წიგნები“ გავიდა

0

IMG_12983 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი ახალ ქართულ წამოწყებას -„მოხეტიალე წიგნებს“ შეუერთდა და ხელიდან ხელში, მკითხველიდან მკითხველამდე სამოგზაუროდ 8 წიგნი გაუშვა.  მსგავსი აქციებში მონაწილეობით  საჯარო რეესტრი ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს  ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლების საქმეში.

თომას მანის, ედგარ პოს, სომერსეტ მოემის, რეი ბრედბერის, მიხაილ ბულგაკოვის, ონორე დე ბალზაკის მოთხრობების კრებულები, ალექსანდრე დიუმას „კავკასია“, აკა მორჩილაძის „ჩემი თავგადასავალი“, ქართული ხალხური ზღაპრები ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციებით —  ის წიგნებია,  რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა „სახეტიალოდ“ ამოარჩიეს.

სააგენტოდან „გასულ“ წიგნებს შემდეგი წარწერა გაუკეთდა:

„გამარჯობა,  მე მოხეტიალე წიგნი ვარ.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა საკუთარი ბიბლიოთეკიდან ამომირჩიეს და სახეტიალოდ”  გამისტუმრეს. დამიმგზავრე და როცა წაკითხვას დაასრულებ, სადმე დამტოვე, რომ ახალმა მკითხველმა მიპოვნოსაუცილებლად მიაწერე ჩემი ბოლო გაჩერების თარიღ დაადგილირომ არ დავიკარგო.

ჩემს შესახებ შეიტყობ FACEBOOK-ით,  „მოხეტიალე წიგნები“.

მკითხველი საჯარო რეესტრის „მოხეტიალე წიგნებს“  შესაძლოა ნებისმიერ ადგილას გადაეყაროს:  ტრანსპორტში, ქუჩაში, ადმინისტრაციულ შენობაში, კაფეში თუ სხვ.

მოხეტიალე წიგნები არის ერთგვარი პლატფორმა, რომლის გარშემოც უკვე ათასობით  ადამიანი გაერთინდა.    facebook–გვერდზე„სამოგზაუროდ გასული“  წიგნების სია დღითიდღე მატულობს.

2014 წელი საქართველოში  წიგნიერების წლად გამოცხადდა.

Share.

Comments are closed.