ხვნის ბარათით სარგებლობა უკვე პირველ ნოემბრამდეა შესაძლებელი

0

xvnis baraTi„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ იმ ბენეფიციართა საჭიროების გათვალისწინებით, რომლებიც ხვნის სამუშაოებს შემოდგომაზე ახორციელებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვნის ბარათის გამოყენების ვადა   1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. პროექტის მოსარგეებლეებს უკვე საშუალება ეძლევათ ზაფხულში მოსავალი აიღონ დახვნის სამუშაოები სექტემბერ-ოქტომბერში ჩაატარონ.

დღეის, 15 აპრილის მდგომარეობით, „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხნა 58, 496 ჰექტარი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მეტია.

ამ ეტაპზე,  „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემულია 362,187 აგრობარათი და განაღდებულია 3 390 500 ლარის ეკვივალენტური ქულა. პლასტიკური აგრობარათების აღება პროექტის ბენეფიციარებს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში 1 ივნისამდე შეუძლიათ.

პროექტის ფარგლებში ასევე განაღდებულია 73,884 სახნავი ბარათი, რომელთა ჯამური ღირებულება 7, 001,165 ლარია.

აღსანიშნავია, რომ წინა წლისგან განსხვავებით 2014 წელს პროექტში ჩართულია თბილისს   შემოერთებული სოფლების 4 660 ბენეფიციარი, რომელთა სარგებლის ჯამური თანხა 318 150 ლარს შეადგენს.

„მცირემიწიან ფერმერთა წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. 2014 წელის პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოში – ხვნაში ეხმარება. შ.პ.ს. „მექანიზატორი“ წელსაცა ქტიურადაა ჩართული ამ პროექტში. ამ ეტაპისთვის უკვე მოხნულია 58, 496 ჰექტარი ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, აქედან შ.პ.ს. „მექანიზატორმა“ 45017 ჰა მიწის ფართობი დაამუშავა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში 800 000-მდე მიწის მესაკუთრეს დაეხმარება. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები არიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.


Share.

Comments are closed.