წამლებს ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვამზადებ

0

ლეიულა რეხვიაშვ.4სამკურნალო მცენარეების გამოყენებას დიდი ისტორია აქვს. მრავალწლიანმა დაკვირვებებმა ადამიანებს საშუალება მისცა განესხვავებინათ მცენარეები მათი  თვისებებით და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოეყენებინათ.

ჩვენს მუნიციპალიტეტში დღემდე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც სამედიცინო სფეროში სასწაულებს ახდენენ. სახალხო მკურნალები ათობით დასახელების მცენარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ეძებენ და სახლში დამზადებული წამლებით, თანამედროვე მედიცინას, არცთუ უმნიშვნელო კონკურენციას უწევენ.

ლეილა რეხვიაშვილი ერთ-ერთია, ვინც ხალხურმა მედიცინამ წლებია გაიტაცა და  ნაირფეროვანი მცენარეების შეზავებით სასწაულების მოხდენა შეძლო.

„რაჭაში ვცხოვრობდი, იქ ძალიან ლამაზი ბუნებაა. ჩემი ბებია აგროვებდა ნაირ-ნაირ მცენარეებს, ბავშვებიც ვეხმარებოდით. ლეილა რეხვიაშვ.1ავად რომ გავხდებოდით ბალახების ნაყენს მოგვიმზადებდა და გვასმევდა. ინტერესი აქედან გამიჩნდა. აგრონომიული დავამთავრე და მცენარეებთან მქონდა შეხება, ვკითხულობდი სხვადასხვა ლიტერატურას, მცენარეების თვისებებს ვეცნობოდი, ვაგროვებდი ბალახებს,   ვამზადებდი ნაყენებს და ჩემს ახლობლებს ვაძლევდი, შედეგი ყოველთვის დადებითი გვქონდა. ნელ-ნელა მოვამატე მცენარეების რაოდენობა, მას შემდეგ კი რაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე,  პაციენტთა რაოდენობამაც მოიმატა. ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვამზადებ წამლებს. ძირითადად ოთხმოცამდე სახეობის მცენარეს ვიყენებ. მაქვს დიდი ნაკრები, სადაც 50 სახეობის მცენარეა გაერთიანებული, ის სისხლისა და ორგანიზმის გამწმენდია, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, თირკმელებიდან გამოდევნის მარილებს და შლის კენჭებს“. – აღნიშნავს ლეილა რეხვიაშვილი.

იგი უკვე ასაკშია, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. დღემდე რამდენი განუკურნავს თავადაც არ ახსოვს, მაგრამ ამბობს, რომ მათი რიცხვი რამდენიმე ათასს უკვე გასცდა. თავიდან ყველა პაციენტის დიაგნოზსა და ისტორიას რვეულში იწერდა. პაციენტის განკურნება ექიმის დიაგნოზის მიხედვით იწყება. ქალბატონი ლეილა დანიშნულების მიხედვით მცენარეულ ნაზავს  გასცემს და შედეგსაც ელოდება, შედეგი კი ყოველთვის ამართლებს.

„საიდან აღარ მოდიან პაციენტები, საქართველოს ყველა კუთხიდან მაკითხავენ,  წამლებს საზღვარგარეთაც ვაგზავნი. ხშირად მოდიან პაციენტები საოპერაციო დიაგნოზით და  ნაყენის მიღების შემდეგ, ოპერაცია ბევრს აღარ დასჭირვებია. ქირურგები ხუმრობენ გვართმევს პაციენტებსო. მძიმე დაავადების მატარებელი პაციენტებიც  განმიკურნავს. უშვილო წყვილები მაკითხავენ ხშირად, შედეგებს ყოველთვის ვაღწევთ, უამრავმა მომიკიდა ნათლიად. თითქმის ყველა დაავადებისთვის ვამზადებ წამლებს.  სოფლის მოსახლეობასთან უფასოდ ვატან წამლებს, არც უშვილო წყვილს ვართმევ თანხას, განსაზღვრული არ მაქვს ფასი, რასაც მომცემენ, იმას ავიღებ“.

საქართველო უნიკალური სამკურნალო მცენარეებით მდიდარი ქვეყანაა. ქართულ ფარმაციას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს, ფლორა კი მეტად მდიდარია, მათი გამოყენება თაობათა მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას ემყარება. იმისთვის, რომ ყველა საჭირო სამკურნალო მცენარე მოაგროვოს,  მთაში წასვლა და  ბალახების შეგროვება უწევს.

ლეილა რეხვიასჰვ,2„ხშირად ჩემს ეზოში ვკრეფ  ბალახებს, დმანისში მივდივარ ხოლმე,  მიგზავნიან კიდეც, საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა მოვხვდე, ხელცარიელი არ ვბუნდები, რაღაც ბალახი მაინც მომაქვს“.

ყოველწლიურად 80-ზე მეტი სახეობის  მცენარეს აგროვებს, რეცხავს, ახმობს, ჭრის, ანაწილებს, აფასოებს, ხშირ შემთხვევაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან აზავებს და მზა სახით მომხმარებელს აწვდის. თვლის, რომ ალტერნატიული მედიცინის წარმომადგენელია, ის რასაც ამზადებს, ყოველთვის სწორად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.  საკუთარი მეთოდით ისეთი მძიმე შემთხვევებიც განუკურნავს, როგორიც არის თირკმელში კენჭები, ჩიყვი, უშვილობა.

„თითქმის ყველა დაავადებისთვის ვამზადებ წამლებს, დიაგნოზისა და ექოსკოპიის მიხედვით ვაძლევ ნაყენს, თავიდან დავიწყე პაციენტების აღრიცხვა რვეულში, მაგრამ რაოდენობა რომ გაიზარდა ვეღარ შევძელი. ვეხმარები გაჭირვებულ პაციენტებს“.

ტრადიციული ხალხური მკურნალობის არაერთი მეთოდი კლასიკური მედიცინის მიერაა აღიარებული და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დრო გადის, უძველესი ხალხური მედიცინის ტრადიცია არ ირღვევა და განვითარებას თაობებთან ერთად აგრძელებს.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.