შეხვედრა სოფელ წიფორის მოსახლეობასთან

0

გამგებელი წიფორში129 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ მოადგილეებთან ერთად დარბაზის თემის სოფელი წიფორი მოინახულა დაიქ არსებულ პრობლემებზე მოსახლეობას გაესაუბრა.

სოფლის უპირველეს პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენს. მილები იმდენად მოძველებულია, რომ ჟანგი   სასმელ წყალს ერევა, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის ხალხს. საუბარი იყო ასევე დაუსრულებელ  რიტუალების სახლზე და ხიდზე, რომელიც დანგრეულია და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

„შევხდი სოფლის მოსახლეობას, ისინი რამდენიმე პრობლემის წინაშე დგანან.  პირველი პრობლემა, როგორც სხვა სოფლებში, აქაც წყალია. შევთანხმდით, რომ სოფლის რამოდენიმე მცხოვრები რწმუნებულთან ერთად მოვლენ გამგეობაში, მოვიწვევთ  წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებსაც, შეხვედრას დავესწრები პირადად და დავსახავთ  პრობლემის გადაჭრის გზებს. საუბარია საბჭოთა პერიოდის დროს გაყვანილ მილებზე, რომელიც ამორტიზირებულია და ჟანგი ერევა წყალს. მოსახლეობა იძულებულია წყლის აღებამდე ნახევარი საათით მაინც გახსნან ონკანი რომ გაიწმინდოს წყალი, ეს კი იწვევს წყლის გადასახადის გაზრდას, რადგან სოფელში  მრიცხველებია დამონტაჟებული. ამიტომ აუცილებელია მილების შეცვლა, რასაც ორივე მხარესთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვეტთ.

ვნახეთ  რიტუალების სახლი, რომლის მშენებლობაც გასულ წელსაა დაწყებული.  კედლებია ამოყვანილი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებია დამონტაჟებული და არ არის გადახურული. საფრთხის წინაშე დგას ეს ნაგებობა, რომ წვიმების შედეგად არ დაზიანდეს. ამიტომ მიმდინარე წლის სოფლის პროგრამის ფარგლებში გადაიხურება შენობა და გაკეთდება ბოლომდე.

სოფელ წიფორში არსებობს ხიდი, რომელიც ჩანგრეულია და საკმაოდ საშიშია მოსახლეობისათვის.  ინფრასტრუქტურის სამსახური შეისწავლის ამ საკითხს და შესწავლის შემდეგ მოხდება ხიდის რეაბილიტაციაც, რომ მოსახლეობა დაცული იყოს“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

გამგებელი წიფორში2 გამგებელი წიფორში3 გამგებელი წიფორში4 გამგებელი წიფორში5 (1) განმგებელი წიფორში6

Share.

Comments are closed.