“ყოჩები” მნიშვნელოვანი მატჩისთვის ბოლნისში ბრუნდება

0

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა მატჩს, სარაგბო კლუბი “ყოჩები” ბოლნისის “თამაზ სტეფანიაზე” გამართავს და თბილისის “არმიასთან” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებას საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ეცდება. 

დიახ, ერთ-ერთ ლიდერ “არმიასთან” გამარჯვებას მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ბოლნისურმა კლუბმა არმიელების დამარცხება მოახერხა, მაშინ ბოლო ტურის წინ მას რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასრულების რეალური შანსი გაუჩნდება, ეს კი, მთელ რიგ პრივილეგიებს იძლევა. დებულების თანახმად, პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფის პირველი ეტაპისგან ისვენებენ, მეორე ეტაპზე ერთმანეთს ეთამაშებიან და გამარჯვებული ფინალში გადის, ხოლო დამარცხებულს იქ მოხვედრის შანსი კიდევ რჩება და ჩემპიონატის მინიმუმ მესამე ადგილზე დასრულებაც გარანტირებული აქვს.

გამომდინარე იქიდან, რომ “არმია” ბოლო ტურში “ყოჩების” კიდევ ერთ კონკურენტ “ლელოს” ეთამაშება, ხოლო ბოლნისელები დასკვნით მატჩში კიდევ ერთ კონკურენტ “ლოკომოტივს” დაუპირისპირდებიან, პირველ-მეორე ადგილების დაკავების შანსი რეალურია. ესეც რომ არა, ამ მოგებით მინიმუმ მეოთხე ადგილის შენარჩუნების შანსები გაიზრდება, ეს კი თავის მხრივაც მნიშვნელოვანია, რათა პლეი ოფის პირველ ეტაპზე “აიასთან” ქუთაისში თამაშს მათი მასპინძლობა სჯობია.

ამრიგად, 12 აპრილს, 16 საათზე სტადიონზე მისვლა და “ყოჩების” გამხნევა ყოველმხრივ მნიშვნელოვანია და მაყურებელიც საინტერესო ბრძოლას იხილავს. ბოლნისელებმა შარშან 1 დეკემბრის შემდეგ, შვიდმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხეს და ერთ დროს ექვსეულში მოხვედრის მებრძოლი გუნდი, აგერ უკვე პირველ-მეორე ადგილებს უმიზნებს. შედგება თუ ვერა ზედზიედ მერვე გამარჯვება ხვალ გამოჩნდება, თუმცა ხელწამოსკვრელი მეტოქე არც “არმიაა”. საგულისხმოა, რომ ამ გუნდებს თანაბარი მაჩვენებლები აქვთ – 11 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი, მაგრამ არმიელებს ოთხით მეტი პრემიალური ქულა აქვთ აღებული და მეტოქესაც ამის ხარჯზე უსწრებენ.

გასულ ტურში ბათუმში 41:17 მოგებულ შემადგენლობაში, მწვრთნელებმა სამი ცვლილება განახორციელეს. შეიცვალა შუამარბთა წყვილი და აბდუშელიშვილი-კვარაცხელიას ნაცვლად თამაშს გაბუნია-გარუჩავა იწყებენ, ხოლო ბურჯად გიორგი ხოსიტაშვილის ნაცვლად ლევან შენგელია დადგება. პირველ წრეში “არმიამ” “ყოჩები” 17:13 დაამარცხა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი 

XVII ტური 

12 აპრილი

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 16:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) – არმია (თბილისი) 

ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა, 13. გიორგი გაბუნია, 12. რატი გარუჩავა, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. ლევან შენგელია, 4. რატი ურუშაძე, 5. დავით გრძელიშვილი, 6. ბექა გუგეშაშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკოლოზ ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. კახაბერ მახარაშვილი, 17. გიორგი ხოსიტაშვილი, 18. თემურ ჯინჭარაძე, 19. გია ტვილდიანი, 20 გიორგი ხვისტანი, 21. გაგა მაისურაძე, 22. ზურაბ ბაკურაძე, 23. ლუკა კვარაცხელია.

წყარო:  http://kochebi.ge/index.php?run=home/news&news_id=55

 


Share.

Comments are closed.