„ყოჩები” „არმიასთან” 15:16 დამარცხდა

0

10176913_234701536731076_2063056441_oსაქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა მატჩი გამართა „ყოჩებმა” თბილისის „არმიასთან”. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. „არმიამ” „ყოჩები” 16:15 დაამარცხა.

„სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კარგი თამაში გამოვიდა. როგორც ყოველთვის შერკინება ძალიან ძლიერი ჰყავს არმიას, იყო პატარ-პატარა შეცდომები ჩვენს მიერ დაშვებული და გამოიყენა მოწინააღმდეგემ. საბოლოო ჯამში თამაშიდან გამომდინარე ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ და დაგეგმილი იყო. უბრალოდ მაინც ბედია ეს ყველაფერი, როდესაც ბოლო წამზე აცკოკს გაგიტანს და არეკნით მოგიგებს გუნდი ეს უკვე შემთხვევითი ამბავია, შეიძლება ითქვას რომ ანალოგიური შეიძლებოდა ჩვენსკენ ყოფილიყო და ვერ გაეტანათ. სამწუხაროდ ერთი ქულით დავმარცხდით და ერთი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ეხლა გვაქვს 52 ქულა და ვიმყოფებით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე. “- განაცხადა კლუბის ხელმძღვანელმა თემურ გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ კმაყოფილია ბოლნისელი გულშემატკივარით.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ბავშვებს და მშობლებს, რომლებიც დადიან რაგბზე, მადლობას ვუხდი მთელ მუნიციპალიტეტს” – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

Share.

Comments are closed.