ყვარელში 15-მდე მაღალჩინოსანი დააკავეს

0

დღეს დილით, სამუშაო კაბინეტში დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად რამდენიმე სოფლის რწმუნებული.

რადიო „ჰერეთის” ინფორმაციით, დავით ქევხიშვილთან ერთად დაკავებული არიან:  სოფელ შილდის რწმუნებული ლევან ხუციშვილი და  სოფელ ახალსოფლის რწმუნებული მამუკა შაროვი. ასევე „ქართული ოცნების” ყვარლის რაიონული ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრები:  ნუკრი მესაბლიშვილი და ვახტანგ პაპოვი.
როგორც რადიო “ჰერეთს” ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმანინო ხუციშვილმა განუცხადა,  სულ დაკავებულია 15–მდე პირი.

ნინო ხუციშვილისთვი უფნობია ოფიციალური მიზეზი, რის გამო არიან დაკავებულები საჯარო მოხელეები, თუმცა ამბობს, რომ „დაკავების რეალური მიზეზი დავით ქევხიშვილის თანადებობიდან გადაყენებაა და ამას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები აკეთებენ”.

“ამ ყველაფრის უკან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დგას, რომელმაც ყვარელში თავისი ინტერესები ვერ დაიკმაყოფილა. მისი სურვილია დავითქევხიშვილი ჩამოაცილოს ქართულ ოცნებას და რაიონი მართონ ნაციონალებმა”, – განაცხადანინო ხუციშვილმა.
როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

წყარო: http://www.heretifm.com/

დააკავეს ყვარლის გამგებელი, რამდენიმე რწმუნებული და პოლიტსაბჭოს წევრები

Share.

Leave A Reply