ქვეყანაში ჰემოფიილიით დაავადებულთვის საჭირო მედიკამენტების საკმარისი რაოდენობაა

0

დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო ბოლო დროს გავრცელებული აზრი, რომ ქვეყანაში ჰემოფილიით დაავადებულთათვის საჭირო მედიკამენტების, მხოლოდ 2 კვირის მარაგი არსებობს , მისი განცხადებით წამლების რაოდენობა საკმარისია და განახლებას ექვემდებარება. ამას გარდა, მედიკამენტების შესყიდვის სისტემაში ჩადებულია ორმაგი დაცვის მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ გარდა გეგმიური შესყიდვებისა, არსებობს არხები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შესყიდვის რამდენიმე საათში განხორციელება.
რაც შეეხება ბიუჯეტს, წინა წლებში გამოყოფილი 9 მილიონი, განკუთვნილი იყო 3 წლიანი ტენდერისთვის, რომელიც გულისხმობდა რამდენიმე მედიკამენტის ხანგრძლივ შესყიდვებს. ჰემოფიილიის სამკურნალო წამლის შესაძენად წელს არსებული ბიუჯეტი კი 4 მილიონ 110 ათას ლარს შეადგენს. ერთადერთი ცვლილება, რომელიც განხორციელდა ეხება დაკონტრაქტების საკითხს. ჯანდაცვის სამინისტრომ კონტრაქტები გააფორმა არა შუამავალ, არამედ, უშუალოდ წამლის მწარმოებლებთან , რაც ხარჯეფექტურობითაა განპირობებული.


Share.

Comments are closed.