კომპანია „არილმა” ქალაქ ბოლნისის გასასვლელში თვალამრიდები დაამონტაჟა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საგზაო დეპარტამენტს, რომელსაც ფედერალური გზის მოვლა-პატრონობა ევალება რამდენიმე თვის წინ თვალამრიდების დამონტაჟების თხოვნით მიმართა.
,,სახელმწიფო მნიშვნელობის გზის ფონიჭალა-გუგუთის მიმართულებით მოვლა პატრონობას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. ამ ადგილზე ხშირია ავარიები, ამიტომ საჭიროა აქ თვალამრიდების დამონტაჟება. კომპანია „არილმა” ამ ეტაპზე 150 გრძივი მეტრის მეტალის თვალამრიდები გააკეთა.” -აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.
კომპანია „არილმა” დაამონტაჟა ქალაქში სიჩქარის შემანელებელი ბორცვებიც. კონსტანტინე კორძაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საგზაო დეპარტამენტს უკვე მიმართა, სიჩქარის შემანელებელი ბორცვების სოფლებში დამონტაჟების თხოვნით.