ფრთხილად! _ სარეველა მცენარეებიდან ბოსტნეულ კულტურებამდე!

0

მწერები1რამდენიმე დღეა აკაურთის თემის ტერიტორიაზე მინდვრებში და გზის პირებზე დიდი რაოდენობით შავი ფერის მწერები შეინიშნება ყამირ მიწებს და სათიბ-საძოვრებს სავარაუდოდ ე.წ. ნაირფეროვანი  ფრთაკუთხას ერთ-ერთი სახეობა მოედო, რომელიც აზიანებს 35 სახეობამდე სარეველა,  პარკოსან და ბოსტნეულ კულტურებს. ამ ტერიტორიაზე ეს მწერი გასულ წლებშიც იყო შემჩნეული. მავნებელი სწრაფად ვრცელდება დროსა და სივრცეში. იმ ადგილას, სადაც ნაირფეროვანი ფრთაკუთხაა მოდებული, მარცვლოვანი კულტურა თესია, რომელსაც ეს მწერი არ ეტანება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგი ბოლნისის მცენარეთა დაცვის სამსახურმა განახორციელა. „ეს მავნებელი სითბოს დადგომისთანავე ცოცხლდება. ზამთარს მატლის სახით ატარებს. მწერები გზებზე ჯოგებად არიან გამოსულები საკვების საძიებლად, რადგან ამ ტერიტორიაზე მხოლოდ მარცვლოვანი კულტურაა, რასაც არ ეტანება მავნებელი, სანამ მოხდება მისი დაჭუპრება და მიწაში ჩასვლა, ადვილია მასთან ბრძოლა,  ინფორმაციას  მივაწვდი ადგილობრივ ხელმძღვანელობას და სამინისტროს, რომ მოხდეს დროული რეაგირება, რათა არ გადავიდეს მავნებელი სხვა ტერიტორიაზე“.  _აღნიშნა ბოლნისის მცენარეთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ლია ბეჟანიშვილმა.


Share.

Comments are closed.