სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო კომისიის მუშაობაში, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ

0

სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო კომისიის მუშაობაში, ისინი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებენ, ხოლო ასეთ შემთხვევაში პენსიონერებისთვის პენსია არ გაიცემა, განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე განცხადებით, კანონის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ საპენსიო ასაკის ადამიანებს, რომლებიც იღებენ ხელფასს, არ აქვთ უფლება, აიღონ პენსია.კერძო სექტორში მომუშავე პენსიონერებს კი, მათ შეუძლიათ, აიღონ როგორც პენსია, ასევე დასაქმდნენ სხვაგანაც, აიღონ ხელფასი, თუმცა თუ მათ მუშაობა დაიწყეს საარჩევნო კომისიაში, ეს უკვე საჯარო სამსახურია და ასეთ შემთხვევაში საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში მათ პენსია შეუჩერდებათ.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, მთავრობის დადგენილებით, როდესაც შემოსავალი სოციალურად დაუცველების შემთხვევაში დაკავშირვბულია საარჩევნო კომისიაში მუშაობასთან, მათზე ვრცელდება მორატორიუმი და აღნიშნულ პირებს არ ეხსნებათ სოციალური დახმარება.
გარდა ამისა, როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, წინასაარჩევნო პერიოდში კანონით რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა იკრძალება, რომელიც ახალი თანხების მობილიზაციასთან არის დაკავშირებული.


Share.

Comments are closed.