სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დამონტაჟება დაიწყო

0

შპს „არილმა“ სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დამონტაჟება დაიწყო, რომელსაც ორ ეტაპად განახორციელებს. პირველ ეტაპზე ფედერალურ გზაზე მდებარე ბაღების და სკოლების წინ დამონტაჟდა 85 გრძივი მეტრის სიჩქარის შემანელებლები. ხოლო მეორე ეტაპზე კი  45 გრძივი მეტრის შემანელებლებს დაამონტაჟებს. შპს „არილის“ ხელმძღვანელობის  თქმით, ამ ეტაპზე  ვერ ხერხდება სრული მონტაჟი, რადგან მასალის უცხოეთიდან ჩამოსვლას დრო სჭირდება.

„ბოლნისის ცენტრალური გზა საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის, ვითხოვდით დამონტაჟებულიყო სიჩქარის შემანელებელი ბორცვები და კარგია, რომ აღნიშნული სამუშაოები უკვე დაიწყო, რამეთუ ხშირია ავარიები.  გეგმაში გვაქვს, როგორც კი ქალაქის სამუშაოები  მორჩება, გადავუგზავნით სოფლების  მონაცემებს, თუ რა ადგილებზეა საჭირო შემანელებლების დამონტაჟება და იქაც განხორციელდება როგორც სიჩქარის შემანელებელი ბორცვების,  ისე საქონლის გადასარეკი ნიშნულების დამონტაჟება“. _ აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.