„სიონმა” „დინამოს” წელს მეორედ მოუგო

0

12 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართა. დინამო არენაზე ბოლნისის „სიონს” თბილისის „დინამომ” უმასპინძლა. (+ვიდეო)

მიმდინარე სეზონში ლადო ბურდულის გუნდმა მეორედ შეძლო თბილისის „დინამოს” დამარცხება მისსავე მოედანზე.

ჩემპიონატის 26-ე ტურში ბოლნისელებმა, თორნიკე აფციაურის მიერ შესრულებული სტანდარტული დარტყმით იმარჯვეს 1:0.

ამ გამარჯვებით ბოლნისის „სიონმა” განიმტკიცა  პოზიციები სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უეფას ტურნირებისაკენ.

 


Share.

Comments are closed.