სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ახალი ონლაინ მომსახურებით მოქალაქეები შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად ელექტრონულად გააკეთონ განცხადება ამნისტიის თაობაზე

0

,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სერვისების განვითარების სააგენტოში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებს თავის სასარგებლოდ ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან, და რომელიც ნებაყოფლობით განაცხადებს აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ასევე თავისუფლდება ის პირი, რომელიც ბრალდებული ან მსჯავრდებულია შესაბამისი დანაშაულის ჩადენაში. ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელმაც  შესაბამისი დანაშაული ჩაიდინა 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც აღნიშნული დანაშაულის 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული, შექმნილი ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი გამოიყენა ამ კანონის ამოქმედებამდე.

 ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის საშუალებით www.sda.gov.ge(http://intpass.cra.ge/AmnestyDefault.aspx ). განმცხადებელი შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომლის  იდენტიფიცირება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.  ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა მოქალაქეს გააჩნდეს ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეს შეუძლია ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს ტელეფონის ნომერზე: 240 10 10.

 


Share.

Comments are closed.