საყდრისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარვები გაშალეს

0

„საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის” წევრებმა საყდრისში კარვები გაშალეს. საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული საბადოს დასაცავად კომიტეტის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის 40-მდე წარმომადგენელი  საყდრისში ჩავიდა და იქ დაბანაკდა. კომიტეტი 30-მდე ორგანიზაციისაგან შედგება. 

საყდრისი-ყაჩაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს. პერიმეტრს კომპანია RMG-ის დაცვა და პოლიცია იცავდა, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არ შესულან და ისინი სიტუაციას, იქ მიმდინარე სამუშაოებს, მოპირდაპირე მხრიდან დააკვირდებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ არ აპირებენ დატოვონ ეს ტერიტორია, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. კერძოდ, სანამ არ მოხდება ამ ტერიტორიებზე მორატორიუმის გამოცხადება და ძეგლის სტატუსის გარკვევამდე საქართველოში არ ჩამოვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი სამთო-არქეოლოგი ექსპერტი, რომლებიც  უნდა დაკვირვებოდნენ ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს.
“სამთო გეგმის შესაბამისად და პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, რაც გულისხმობს RMG გოლდისთვის ლიცენზიის გაგრძელებას, კომპანია სალიცენზიო ტერიტორიაზე ახორციელებს საძიებო სამუშაოებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში”, _ აცხადებს კომპანია RMG-ის  პიარ მენეჯერი ეკა ჯოჯუა.


Share.

Comments are closed.