„საინფორმაციო კომპანია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით”

0

DSC_00214 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს შეფასების ასოციაციის“ წევრებმა რობიზონ ხალაძემ, კოტე ჩორგოლიანმა და ლუკა ბერუაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებთან და მოქალაქეებთანა. არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია თემაზე „საინფორმაციო კომპანია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.”

“პროექტი მიმდინარეობს როგორც ბოლნისში,  ისე ახალციხეში, ახალქალაქში და გარდაბანში. „პროექტის მიზანია მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების პროცესში. დაგეგმილია ტრენინგები და შეხვედრები, რომელიც ზაფხულში გაიმართება. ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობას ხელისუფლების გადაწყვეტილების პროცესში და საკმაოდ დიდ ინფორმაციას მიიღებენ ადამიანები“._ აღნიშნა bolnisi.ge-თან საქართველოს შეფასების ასოციაციის წევრმა რობიზონ ხალაძემ.

Share.

Comments are closed.