სადაზღვევო პაკეტში ცვლილებები შევიდა

0

მთავრობის 218-ე დადგენილების ბენეფიციარები პირველი აპრილიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდნე, რომელთა რაოდენობა დაახლოვებით 400 000 -ია. ესენი არიან:  სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, პედაგოგები, დევნილები, სახელმწიფო პრემიის ლაურეატები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები, ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული და გალის ტერიტორიაზე მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები. ის ბენეფიციარები, რომლებიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ იყვნენ დაზღვეულნი, სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავიდნენ. პროგრამის ფარგლებში ეს ადამიანები სამედიცინო მომსახურების უცვლელი პირობებით ისარგებლებენ.  ბენეფიციარები მათ ხელთ არსებული ჯანდაცვის პაკეტით შეურთდნენ საყოველთაო დაზღვევას, თუმცა შეიცვალა ის, რომ  შეუძლიათ სურვილისამებრ აირჩიონ სამედიცინო დაწესებულება, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდათ, კერძო სადაზღვევო პაკეტით ისინი კონკრეტულად მითითებულ დაწესებულებებში გადიოდნენ მკურნალობას.

პირველი ივლისიდან საყოველთაო დაზღვევას 0-6 წლამდე ბავშვები და პენსიონერები შეუერთდებიან. 


Share.

Comments are closed.