რა უნდა გაითვალისწინონ პარტიებმა წინასაარჩევნო სააგიტაციო პლაკატებისა და ფლაერების გაკვრის დროს

0

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე და 46-ე მუხლებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო სპეციალური განკარგულება, სადაც აღნიშნულია თუ  სად, რომელ შენობა-ნაგებობებზე ეკრძალებათ საარჩევნო პლაკატების და ფლაერების გაკვრა პოლიტიკურ პარტიებს. ეს ადგილებია: რელიგიური და საკულტო ნაგებობები „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შენობები: გამგეობა, პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, სამხედრო შენაერთები,  საგზაო ნიშნები, ასევე აკრძალულია საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერიერსა და ექსტერიერში, საავადმყოფოსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. წინა საარჩევნო პლაკატების გაკვრა დაუშვებელია სოფელ რაჭისუბნის შინმოუსვლელთა ობელისკზე, თეატრის, მუზეუმის შენობაზე, ასევე იქ, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო-საარჩევნო კომისიები. აკრძალულია ქ. ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, სოფლის ამბულატორიებზე, პარკების, სკვერებისა და ბულვარის ტერიტორიაზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებაში (ქ.ბოლნისში, დაბებში, სოფლებში) ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების, ან მფლობელის თანხმობის შემთხვევაში. ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება კანდიდატებს შეეძლებათ ბოლნისის  კულტურის სახლში და კულტურისა და დასვენების პარკში. დაბასა და სოფლებში კი რიტუალების სახლებში.

ორგანული კანონის შესაბამისად ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას საშუალება ექნება საკუთარი სარეკლამო სააგიტაციო მასალის გამოსაფენად გამოიყენოს სარეკლამო აბრები, გარე განათების ბოძები და საინფორმაციო სტენდები.

Share.

Comments are closed.