პატარა რაგბისტები შერკინებისთვის ემზადებიან

0

12 აპრილს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ის სკოლები, სადაც უკვე სამი თვეა რაგბის გაკვეთილები ტარდება. „ყოჩების“ ინიციატივით ბოლნისის №1, №3 და №5, ასევე დაბა კაზრეთისა და ნახიდურის სკოლებში, რაგბის გაკვეთილების ჩატარება დაიწყეს.  ბავშვები მეოთხედან მერვე კლასის ჩათვლით სურვილისამებრ შეიკრიბნენ და აქტიურად გადიან ვარჯიშს. თითოეულ გუნდს ორი მწვრთნელი ჰყავს.

„ეს მეგობრული მატჩია. გვინდა შევახვედროთ იმ სკოლის გუნდები, სადაც რაგბის გაკვეთილებს ვატარებთ. თამაში შაბათს ჩატარდება, გვაინტერესებს თუ რა ისწავლეს ამ ხნის მანძილზე, ბავშვები მსგავსი შეხვედრებით გაიზრდებიან და დიდი შერკინებისთვის მოემზადებიან, ვგეგმავთ შემდეგი შეხვედრა თბილისის სკოლებთან  ჩავატაროთ“._ აღნიშნა მეხუთე საჯარო სკოლის რაგბის გუნდის მწვრთნელმა გიორგი მჭედლიძემ.

Share.

Comments are closed.