მიმდინარე წლის 11-13 აპრილს, ქალაქ საგარეჯოში ლეგენდარული სპორტსმენის არსენ მეკოკიშვილისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირზე მიწვეულ საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად მონაწილეობდა ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის თავისუფალი ჭიდაობის 10-11 წლის ასაკის ორი გუნდი. ბოლნისელმა სპორტსმენებმა შემდეგი საპრიზო ადგილები გაინაწილეს:
პირველი ადგილი- 23კგ წონით კატეგორიაში დაიკავა სუნგულ ხალილოვმა, მეორე ადგილი- 26 კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაცაძემ, ხოლო მესამე ადგილები – 29 კგ წონით კატეგორიაში ოთარ მამულაშვილმა და მძიმე წონაში_ 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა მანაგაძემ გაინაწილეს.
გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.