ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები საყოფაცხოვრებო სუბსიდიას სრულად მიიღებენ

0

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების მიხედვით, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები სრულად მიიღებენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა, განცხადება და სხვა საჭირო დოკუმენტები სოციალური მომსახურების სააგენტოში არაუგვიანეს 2014 წლის 1 ივნისამდე უნდა ჩააბარონ. საყოფაცხოვრებო სუბსიდია კი გაიცემა უფლების წარმოშობის მომდევნო თვიდან. ანაზღაურება მოხდება 2014 წლის იანვრიდან.

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მიხედვით, ომის მონაწილეს ან ომის ინვალიდს, ასევე, ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო მისი ოჯახის წევრებს, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადება და სხვა საჭირო დოკუმენტები სოციალური მომსახურების სააგენტოში არაუგვიანეს 2014 წლის 1 ივნისამდე უნდა ჩააბარონ. საყოფაცხოვრებო სუბსიდია კი გაიცემა უფლების წარმოშობის მომდევნო თვიდან. ანაზღაურება მოხდება 2014 წლის იანვრიდან.


Share.

Comments are closed.