მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

0

საკრებულო

სხდომას 22 დეპუტატიდან 18 ესწრებოდა. დეპუტატებმა კენჭი ოთხ საკითხს უყარეს, ასევე მოხდა მეხუთე საკითხის დამატება და განხილვა. დღის წესრიგით პირველი საკითხი ეხებოდა ბოლნისის  2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებას, კერძოდ საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბოლნისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოეყო 1.266940 ლარი. ამ თანხიდან 508 ათასი ლარი დაბა კაზრეთისა და ბალიჭის საბავშვო ბაღების რემონტს მოხმარდება, ხოლო 1.164000 ლარით თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალური სტადიონი გარემონტდება

„ამ თანხების ასახვა მოხდა ბიუჯეტში. ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 79 ათასი ლარის თანადაფინანსებით შევიდა ადგილობრივი ბიუჯეტი, აქედან 10 ათასი ლარით სოფლებში არსებული უკანონო ნაგავსაყრელები გაიწმინდება, 26 800 ლარი ხანდაზმულთა დღის ცენტრს გადაერიცხება, რომლებიც მოხუცებისთვის სხვადასხვა პროგრამას ახორციელებენ. სპორტსკოლის სუბსიდია გაიზარდა 2600 ლარით, რომელიც ძიუდოს დარბაზის დაზიანებული სახურავის რემონტს მოხმარდება. ასევე ტრანსპორტის სამსახურს დაემატა 4000 ლარი, რითაც სადგურის საფარი მოეწყობა, ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაუგრძელდა  დაცვის პოლიციას და 45 ათასი ლარით დაფინანსდა. ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო საპრემიო თანხები, თუმცა შემოსავლების სიმცირის გამო პირველ კვარტალში არ მომხდარა თანხის გაცემა და  სწორედ ეს თანხები იქნა გადატანილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“._ აღნიშნა საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო ჩარკვიანმა.

ცვლილებები შევიდა სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესში. კერძოდ, შეიცვალა და დაზუსტდა მეექვსე და მეთოთხმეტე მუხლი. დამტკიცდა სტუდენტების დაფინანსების კატეგორიები.  სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში 2014 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე ყოველთვიურად მიიღებენ 70 ლარს.

ასევე წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 80-დან 100-მდე  დაფინანსდებიან 100 ლარით.

ცვლილებები შევიდა მეთოთხმეტე მუხლშიც, რომელიც ითვალისწინებს ფენილკენტონური დაავადების მქონე ბავშვების დახმარებას წელიწადში ერთხელ 1500 ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.

მეოთხე საკითხი შეეხო ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს 2014 წლის განმავლობაში სასაუბრო ლიმიტის დამტკიცებას. საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებთან მეხუთე საკითხად განიხილა და ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ, თუ რა ადგილის და შენობა-ნაგებობების გამოყენება შეუძლიათ კანდიდატებს საარჩევნო აგიტაციის დროს.


Share.

Comments are closed.