მუნიციპალიტეტის გამგებელი სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდა

0

10256763_713149368746185_1973640566899760191_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეებთან ერთად ქვეშის ტერიტორიულ თემში მივიდა, ჯავშანიანის მცხოვრებლებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო სოფელში არსებულ პრობლემებს. მოსახლეობის აღნიშვნით სოფლის მთავარი პრობლემა სარწყავი წყალია, 20 წელია არხი მწყობრიდანაა  გამოსული და ადგილობრივები   წვიმის იმედად არიან. მათი განცხადებით პრობლემა კილომეტრიანი მილის შეცვლით აღმოიფხვრება. ჯავშანიანში არც ბუნებრივი აირია, ისინი ითხოვენ ცენტრალურ გზამდე მილის გაყვანას, ხოლო  შიდა დაქსელვას თავადვე უზრუნველყოფენ. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემაც გააცნო. სოფელში წყალი კიანეთის გავლით გრაფიკით მიეწოდება და ადგილობრივები ცალკე ხაზის გაყვანას ითხოვენ.  წელს სოფლის განვითარების პროგრამით სოფელ ჯავშანიანში შიდა გზები მოიხრეშება.

მოსახლეობასთან შეხვედრა დარბაზის თემში გაგრძელდა. სოფელ ხახალაჯვარის სკოლის ეზოში ალექსანდრა ობოლაძეს ორი სოფლის მოსახლეობა ელოდებოდა. ხახალაჯვარს, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა მილები ამორტიზებულია, ხშირად ჟანგი ერევა და  უსარგებლოდ იღვრება.  ადგილობრივები  სულადობის მიხედვით ითხოვენ გადასახადის გადახდას. ვინაიდან გამგებელი ქალია დღევანდელი შეხვედრაც ქალბატონების სიმრავლით გამოირჩეოდა. ისინი თამამად საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე. უკვე ოთხი წელია, მოსწავლეების სიმცირის გამო სოფელში სკოლა დაიკეტა,  ხახალაჯვარში სამი სოფლის ბავშვები დადიოდნენ, ახლა ისინი ქვეშის საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას. ადგილობრივები ახალი სასაფლაოსთვის  ფართის გამოყოფას ითხოვენ. ჭრეშის მოსახლეობას პრობლემა საჯარო რეესტრშიც ექმნება, ვინაიდან სოფელი არ არის დამისამართებული და  არ აღირიცხება მონაცემთა ბაზაში. მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით  რიტუალების სახლის მარტივი კონსტრუქციის აშენება ითხოვა, ასევე სარწყავი არხის გასაწმენდად მძიმე ტექნიკის მოყვანა სთხოვეს გამგებელს.

„შევხვდი მოსახლეობას, გავეცანი მათ პრობლემებს, დავიბარე რამდენიმე მათგანი რწმუნებულთან,  მელიორაციის სამსახურთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად  სამუშაო რეჟიმში  დავსახავთ პრობლემის გადაჭრის გზებს“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

1913511_713153215412467_3465489751456455805_o 10014020_713151945412594_516869926690106965_o 10285373_713151528745969_8113304941583448225_o (1) 10286733_713151702079285_4708615577160249707_o 10285373_713151528745969_8113304941583448225_o

1529973_713149035412885_3803160228027161548_o 10293694_713150258746096_8835049594923099001_o 736273_713150548746067_6719926143907074652_o

 


Share.

Comments are closed.